„კვარაცხელია“ ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდია მშობლებისთვის,რომლებსაც სურთ შვილებისთვის აირჩიონ არა უბრალოდ ლამაზი სამოსი,არამედ ხარისხიანი,კომფორტული და განსაკუთრებული ხასიათის მქონე ტანსაცმელი.
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვის ტანსაცმელი მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს არ უნდა ემსახურებოდეს. თითოეული ნივთი უნდა იყოს შექმნილი სიყვარულით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით, რათა ბავშვმა თავი კომფორტულად და თავისუფლად იგრძნოს ნებისმიერ გარემოში.
„კვარაცხელიას“ კოლექციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქსოვილების ხარისხს, დეტალების სიზუსტესა და თანამედროვე დიზაინს. ჩვენ ვქმნით სამოსს, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულობას, გამძლეობასა და ესთეტიკას, რათა მშობლებსა და ბავშვებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ.
ჩვენთვის საბავშვო ტანსაცმელი დიზაინით არ იწყება,ის იწყება ზრუნვით.ბავშვს უნდა შეეძლოს თავისუფლად მოძრაობა,თამაში,ჯდომა,სირბილი,ფოტოზე ღიმილი და კომფორტულად ყოფნა მთელი დღის განმავლობაში,ამიტომ თითოეულ მოდელში ყურადღებას ვაქცევთ ქსოვილს,თარგს,სწორად მორგებას,ნაკერებს,დეტალებს და შესრულების სისუფთავეს.
Kvaratskhelia ქმნის ტანსაცმელს ყოველდღიური ცხოვრებისთვის,დღესასწაულებისთვის,ფოტოსესიებისთვის და ნათლობისთვის.ჩვენს კოლექციაში ნახავთ: კაბებს,პერანგებს,შორტებს,ბოდეებს,კომბინიზონებს,კომპლექტებს,აქსესუარებს და სამოსს განსაკუთრებული დღეებისთვის.ჩვენ გვესმის,რომ მშობლები ტანსაცმელს გულით ირჩევენ,მაგრამ მის ხარისხს ყურადღებით აფასებენ,ამიტომ თითოეული ნივთი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი ფოტოზე,არამედ კომფორტული რეალურ ცხოვრებაში.ის უბრალოდ უნდა ერგებოდეს ბავშვს,არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას და უნდა ინარჩუნებდეს მოწესრიგეულ იერს.
Kvaratskhelia არის ბრენდი ოჯახზე,ზრუნვაზე და გემოვნებაზე,რომ თითოეულმა შენაძენმა სიხარული მოუტანოს ოჯახს და თბილი მოგონებების ნაწილი გახდეს.
როგორც ქართული ბრენდი, ვამაყობთ, რომ ადგილობრივ მომხმარებლებს ვთავაზობთ ხარისხიან პროდუქციას და ვცდილობთ, თითოეულ შეკვეთაში აისახოს ის ყურადღება და სითბო, რომელიც ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულებაა.
მადლობას გიხდით ნდობისთვის და იმისთვის, რომ „კვარაცხელიას“ ოჯახს უერთდებით. ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია თქვენი პატარების ღიმილი და კმაყოფილი მშობლების ნდობაა.